ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს გაცვლით პროგრამებს 2016/2017 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ტომას ბატას უნივერსიტეტი, ჩეხეთი
2. ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია
3. ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი
აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 22 მაისამდე.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 13 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, #519.
მოთხოვნები:
• შევსებული აპლიკაცია;
• CV ინგლისურ ენაზე;
• ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საერთაშორისო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება/ინტერვიუ);
• პასპორტის ელექტრონული ვერსია;
• სწავლის საფეხური - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა;
• სტუდენტი არ უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის დაწყებისას.
დეტალური ინფორმაცია თითოეული უნივერსიტეტის შესახებ და აპლიკაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://drive.google.com/open?id=0B6Z7VGW0fEb7Sm1aUWIxRlJoLWc
დოკუმენტები გადმოაგზავნეთ მეილზე: exchange@ug.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ან მობრძანდით საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსის 504 - ე ოთახში (11:00 -18:00).